1759659123
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტომ ისრაელი-ღაზის კონფლიქტის დაწყებიდან ორი წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ორი წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშულია, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზაში 66 000-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის 18 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. შენობების თითქმის 80% დაზიანდა ან განადგურდა, ხოლო სახნავ-სათესი მიწების 98%-ზე მეტი დაზიანდა.
„არასრულფასოვანი კვების გამო 455 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 150-ზე მეტი ბავშვი. ჯანდაცვის პერსონალზე, პაციენტებზე, საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე 790-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა. თითქმის 660 000 ბავშვი ზედიზედ მესამე წელია იძულებულია სკოლა დატოვოს. სკოლების თითქმის 92%-ს სჭირდება კაპიტალური რემონტი ან სრული რეკონსტრუქცია. ღაზას წყლისა და ჰიგიენის რესურსების თითქმის 90% განადგურებულია“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში, გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზაში „პალესტინელების განადგურება ხდება“ და ისრაელის ქმედებები აკმაყოფილებს გენოციდის განმარტებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.