სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამართვას დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში სთავაზობს. სამიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში 21 და 22 ნოემბერს გაიმართება.
სტუბი შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკის დასწრებასაც არ გამორიცხავს. მისი თქმით, ფინეთი უკრაინის მხარდამჭერია და დასავლეთი კიევის მხარდაჭერით თანამედროვე ომის წარმოების შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებს. თუმცა ფინეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულება ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია.