Financial Times: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას განიხილავს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას განიხილავს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს აკონტროლოს და უზრუნველყოს უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესრულება.

საბჭო ღაზის სექტორში შექმნილი მშვიდობის საბჭოს მსგავსი იქნება. ასეთივე საბჭოს შექმნას განიხილავენ ვენესუელასთან დაკავშირებითაც.