1769975663
ფიფას პრეზიდენტი კითხვაზე, უნდა გააუქმოს თუ არა ფიფამ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები: ოჰ, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ - ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდულ დონეზე მაინც
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ რუსეთის მიმართ გატარებულ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კითხვაზე, უნდა გააუქმოს თუ არა ფიფამ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები, ინფანტინოს პასუხი ცალსახა იყო.
„ოჰ, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. დიახ... ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდულ დონეზე მაინც. ამ აკრძალვას არაფრისთვის მიუღწევია“, - განაცხადა მან.
ინფანტინოს თქმით, „ამან მხოლოდ მეტი ფრუსტრაცია და სიძულვილი წარმოშვა“.












