FBI-მ CIA-ს და FBI-ს ყოფილი დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა - მედია

FBI

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორ ჯონ ბრენანისა და FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ Fox News Digital-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ცნობით, საქმე ეხება სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებთან.

განმარტება ჯერ არცერთ უწყებაში არ გაუკეთებიათ, იუსტიციის დეპარტამენტში კი კომენტარი არ ისურვეს.