გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
1787241485
სომხეთის მთავრობა ძალიან შეშფოთებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანთან დაკავშირებული სიტუაციით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა, რა გავლენას მოახდენს აშშ-ის გადაწყვეტილება ეკონომიკური ომის გამოცხადების შესახებ სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობებზე.
„ბუნებრივია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შეერთებულ შტატებსა და ირანთან არსებული ვითარებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ირანთან და გვსურს, ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოგვარდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.