„ფაინენშელ თაიმსი“ - საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებისთვის მზად არიან, თუ ირანი ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება

ირანი

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებისთვის მზად არიან, ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა გაერო-ს აცნობეს, რომ მზად არიან განაახლონ სანქციები ირანის წინააღმდეგ, თუ ის არ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის საკითხზე.

როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაერო-ს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ნათქვამია სანქციების დაწესების შესახებ.

“ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ თუ ირანი მზად არ იქნება 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღწევისთვის ან არ ისარგებლებს ვადის გაგრძელების შესაძლებლობით, მზად ვართ, ჩავრთოთ სანქციების აღდგენის მექანიზმი“, – ნათქვამია გაერო-სადმი გაგზავნილ წერილში.