ევროპის სახელმწიფოები ევროპარლამენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამო სამართლებრივი დავით იმუქრებიან - POLITICO

politico

 ევროკავშირის ქვეყნები ევროპარლამენტის წინააღმდეგ - ევროპის სახელმწიფოები ევროპარლამენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამო სამართლებრივი დავით იმუქრებიან.

ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის თანახმად, უკვე მზად არის შესაბამისი დოკუმენტი და მის საბოლოო ვერსიას ევროკავშირის ქვეყნები დღეს დაამტკიცებენ.

"პოლიტიკოს" ცნობით, დადგენილება ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას ეჭვქვეშ აყენებს, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ორგანოს უფრო მეტი ხმა ენიჭება.

"საბჭომ არაერთხელ გამოხატა თავისი მკვეთრი პროტესტი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ეჭვი მის თავსებადობაზე ხელშეკრულებებით დადგენილ პრინციპებთან", - ნათქვამია წერილში.