ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ჩეხეთმა მიაღწია პროგრესს სასამართლო სისტემის რეფორმაში, თუმცა კორუფციული საქმეების გამოძიება პრობლემად რჩება.
ამის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩეხეთმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია მოსამართლეებისა და პროკურორების ანაზღაურების საკითხში, ასევე ნაწილობრივი პროგრესი შეინიშნება სასამართლოში საქმეების წარმოების ვადების შემცირებასთან დაკავშირებით.
თუმცა, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ჩეხეთში ჯერ კიდევ რჩება ხარვეზები მაღალ დონზე კორუფციული საქმეების გამოძიებისა და მედიასაშუალებების მფლობელების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით.
ცნობისთვის, ევროკომისია ამავე ანგარიშში აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო ხშირად უგულებელყოფენ ბრიუსელის მოთხოვნას კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების, მედიის თავისუფლების გაუმჯობესების, მართლმსაჯულების სტანდარტების გაზრდისა და დემოკრატიული საზოგადოების წინაშე არსებული სხვა საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ.