1758053825
ევროკომისიამ ღაზაში შექმნილი ვითარების გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა

ევროკომისია ევროპულ საბჭოს სთავაზობს მთელ რიგ სანქციებს ისრაელის წინააღმდეგ ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების გამო. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს ისრაელთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების რიგი დებულებების შეჩერებას და ებრაელი მინისტრების წინააღმდეგ, რომლებიც პალესტინურ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების შექმნის აქტიური მომხრეები არიან, სანქციების შემოღებას.
ევროკომისია აგრეთვე გამოდის ინიციატივით შეაჩეროს ისრაელის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მუზეუმის გარდა. საუბარია 2025 - 2027 წლებში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ფინანსურ დახმარებასა და ისრაელთან ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტებზე.
ევროკავშირი აგრეთვე აპირებს სანქციები დაუწესოს დაჯგუფება „ჰამასს“.