1772193240
ევროკომისია მიესალმება ვიქტორ ორბანის იდეას მილსადენ„დრუჟბას“ შესამოწმებლად კომისიის შექმნის შესახებ
ევროკომისია მიესალმება უნგრეთის პრეიმერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის იდეას „დრუჟბის“ ნავთობსადენის შესამოწმებად კომისიის შექმნის თაობაზე.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანა-კაისა იტკონენმა განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრის, ორბანის მზაობას, გააგზავნოს ასეთი მისია და ვეთანხმებით მის დასკვნებს. ეს დადებითი ნაბიჯია“, – განაცხადა იტკონენმა.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ახლა უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები, თუ რა ფორმით მოხდება მისიის შექმნა.
„საკითხზე კონტაქტზე ვართ უკრაინის მთავრობასთან, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, ჩვენ ველით, რომ ევროკავშირის ყველა ლიდერი შეასრულებს ევროპული საბჭოს სხდომაზე აღებულ ვალდებულებებს“, – თქვა სპიკერმა.












