„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციათა მე-19 პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ ჩვენი სანქციების მე-19 პაკეტი. ის შეეხება რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ორგანიზაციებს ინდოეთსა და ჩინეთში. ევროკავშირი რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს, რათა დესტაბილიზაციის მცდელობებს წინ აღუდგეს. პუტინს სულ უფრო უჭირს ამ ომის დაფინანსება“, - დაწერა კალასმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა სანქციების მე-19 პაკეტი შეათანხმეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, სლოვაკეთი იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა ბრატისლავამ მის შემოღებაზე თანხმობა განაცხადა.