„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე იმუშავებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„რადგან რუსეთი სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა, ჩვენ არც კი უნდა განვიხილოთ რამე სახის დათმობა. ნაბიჯების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ძლიერი მონიტორინგის სისტემით და უსაფრთხოების ურყევი გარანტიებით. ჩვენ სანქციების მე-19 პაკეტზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა კალასმა.
ამასთან, როგორც კალასი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის მიერ სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების მიმართ.
„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებაზე, უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მეტი მხარდაჭერის საკითხებზე. ტრანსატლანტიკური ერთობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა – სწორედ ასე დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ ევროპაში რუსეთის მომავალ აგრესიას“, – წერს კალასი.