1786913447
ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ
პოლონელი ევროდეპუტატი ევროპელ ფერმერებს ბრიუსელის ახალი შეზღუდვების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი სოციალურ ქსელში ნიდერლანდელი ფერმერების მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ევროკავშირის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე დაწესებული მკაცრი რეგულაციები ევროპელ ფერმერებს აზიანებს და უცხოეთიდან საქონლის იმპორტს ახალისებს.
„ვინ აწარმოებს საკვებს? ბიუროკრატი ბრიუსელში? კლიმატის აქტივისტი? ან იქნებ რომელიმე პოლიტიკოსი? საკვებს ფერმერი აწარმოებს. პოლონელმა ფერმერებმა დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი იმას, რაც ახლა ნიდერლანდებში ხდება. სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ“, - წერს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარი ბრიუსელს მოუწოდებს უცხოელებზე მეტად ევროპელი მწარმოებლების უფლებებსა და კეთილდღეობაზე იზრუნოს.







