პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ესპანეთის ქალაქ მურსიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ესპანური მედიის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამსახურები რამდენიმე ადამიანს ეძებენ, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ხანძარი მოხდა დილის ექვსიდან შვიდ საათამდე ღამის კლუბ „თეატრში“ და გავრცელდა სხვა ღამის კლუბებში კომერციულ და დასასვენებელ ზონაში, რომელიც ატალაიასის სახელით არის ცნობილი.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს და ღამის კლუბებში იმყოფებიან, რათა დაშავებულები იპოვონ.
ამ დრომდე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, რომელმაც ღამის კლუბები – „თეატრი“, „გოლდენი“ და „ფონდა“ დააზიანა.