ესპანეთის პრემიერმა ისრაელის ლიბანზე თავდასხმა დაგმო

პედრო სანჩესი

 ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელის მხრიდან ლიბანზე თავდასხმებს გმობს. პედრო სანჩესი აღნიშნავს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის შემდეგ, 8 აპრილს ყველაზე საშინელი თავდასხმა მოაწყო. ესპანეთის პრემიერის თქმით, ისრაელის ლიდერი საერთაშორისო სამართალს არღვევს.

პედრო სანჩესი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიბანი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები და ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს.