ესპანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი: მოვითხოვ, პედრო სანჩესმა დაიცვას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, მას აქვს ყველა რესურსი, ისღა რჩება, ბრძანებები გასცეს

ესპანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი

მოვითხოვ, პედრო სანჩესმა დაიცვას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობიანი თანაარსებობა, – ამის შესახებ ესპანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ განაცხადა.

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ქმედებები სუსტად შეაფასა და მეტი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„როგორც პრემიერ-მინისტრს, მას აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და რესურსი, მხოლოდ ისღა რჩება, ბრძანებები გასცეს. რაც არ უნდა სერიოზული იყოს ის, რაც ხდება, მთავრობის სუსტი რეაქციაა“, – აღნიშნა ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 49 ათასი მიგრანტი შევიდა. ამის საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობის განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით, ანკლავში ჯარის დამატებით ქვედანაყოფებს განალაგებს.