1746807085
ესპანეთის კუნძულზე სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში, კუნძულ ლანსაროტეზე სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დატბორილია სახლები და ავტოფარეხები. კუნძულზე შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, მანქანით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავონ.
მეტეოროლოგების პროგნოზით, კუნძულზე ნალექი მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია.