წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ეს ბნელი დღეა ამერიკისთვის, ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ფიქცია იყო და სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა.
მანამდე დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ დონალდ ტრამპს [სამართლებრივი] დევნა მოუწყვეს, არის ის, რომ „დემოკრატებს“ ეშინიათ, რომ ის მოიგებს არჩევნებს. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება სამართლებრივად უსაფუძვლოა და სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებისას“, - აღნიშნა სენატორმა.