ექსპედიცია მთვარის გარშემო და მოხსნილი რეკორდი - ARTEMIS II-ის ეკიპაჟი კოსმოსში 10-დღიანი ისტორიული მოგზაურობის შემდეგ წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ ჩაეშვა

ARTEMIS II

ექსპედიცია მთვარის გარშემო და მოხსნილი რეკორდი. ARTEMIS II -ის ეკიპაჟი კოსმოსში 10- დღიანი ისტორიული მოგზაურობის შემდეგ წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ ჩაეშვა. დაშვების შემდეგ კოსმონავტები სამაშველო ხომალდზე გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ჰიუსტონში Orion-ის კაფსულიდან გამოიყვანილ ასტრონავტებს NASA-ს მისიის მართვის ცენტრში ოვაციებით შეხვდნენ. სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან იმყოფებოდა NASA-ს ადმინისტრატორი, ჯარედ აიზეკმენი, რომელმაც ყველას მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.

მას შემდეგ რაც ARTEMIS II და მისი ოთხკაციანი ეკიპაჟი წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც NASA-ს წარმომადგენლებმაARTEMIS II-ის მისია "ფანტასტიკურ მიღწევად" შეაფასეს და აღნიშნეს, რომ "კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი".

Artemis-II ეკიპაჟის მისიის დასრულებასა და უკან დაბრუნებას TRUTH SOCIAL-ზე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ეკიპაჟს მისიის წარმატებით დასრულება მიულოცა და განაცხადა, რომ შემდეგი გაჩერება მარსი იქნება.

ARTEMIS II-მა დედამიწიდან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორს იმოგზაურა და "აპოლო 13-ის" 1970 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა. Artemis II-ის მთავარი მიზანი მთვარის სამომავლო მისიების ტესტირება იყო, ამასთანავე, მათ რამდენიმე სამეცნიერო მიზანიც ჰქონდათ, მთვარის ზედაპირზე მეტეორიტების დაცემის რეალურ დროში დაკვირვება და საფრთხეების განსაზღვრა. ახლა ნასას წინ კიდევ ერთი ამოცანა აქვს. "არტემის სამი", რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია და რომლის ფარგლებშიც, ასტრონავტები მთვარის ორბიტიდან უშუალოდ ზედაპირზე ჩავლენ და იქ დაახლოებით ერთ კვირას გაჩერდებიან.