ემანუელ მაკრონმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, სანქციების სამიზნე შეიძლება გახდეს რაკეტებისა და დრონების წარმოების მხარდამჭერი ინდუსტრიები.

„ჩვენი ვალდებულებაა გავაფართოვოთ ეს სანქციები [ირანის წინააღმდეგ]“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს უახლოეს დღეებში მიიღებს.

ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.