ემანუელ მაკრონი: პუტინს სურს უკრაინის კაპიტულაცია. თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით. ახლა სისუსტის გამოვლენა მომავლის კონფლიქტის საფუძვლის ჩაყრის რისკს ქმნის

ემანუელ მაკრონი

რუსეთი გვთავაზობს მშვიდობას, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა „მსურველთა კოალიციის“ ონლაინ-შეხვედრის შემდეგ. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, უკრაინას და მის პარტნიორებს ხანგრძლივი, სამართლიანი მშვიდობა სურთ, რაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა - ძლიერი, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელსაც წინ უძღვის პატიმრების, უდანაშაულო ადამიანების დაბრუნება და რომელიც პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პუტინს არ სურს ნამდვილი მშვიდობა, მას სურს უკრაინის კაპიტულაცია. თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით. ახლა სისუსტის გამოვლენა მომავლის კონფლიქტის საფუძვლის ჩაყრის რისკს ქმნის“, - განაცხადა მაკრონმა.

18 აგვისტოს ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.