1751921238
ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ემანუელ მაკრონმა ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელ იქსში გაავრცელა.
„მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ერებისთვის – გაერთიანებული სამეფო სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირე და მეგობარია. ჩვენი კავშირი დიდი ხანია, არსებობს, ისტორიით არის ჩამოყალიბებული და ნდობით განმტკიცებული. ერთად ჩვენ გავუმკლავდებით ჩვენი დროის მთავარ გამოწვევებს: უსაფრთხოებას, თავდაცვას, ბირთვულ ენერგიას, კოსმოსს, ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, მიგრაციას და კულტურას. ეს ყველაფერი ის სფეროებია, რომლებშიც ჩვენ ვცდილობთ, ერთად ვიმოქმედოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ევროპისთვის. გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების სურვილი ძლიერი სიგნალია, რასაც მივესალმები“, – წერს მაკრონი.