ცნობილია, მარჯანიშვილზე მოკლული ქალის ვინაობა
1768464197
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, ოპერაციას „არქტიკის გამძლეობა“ ეწოდება და პირველი ფრანგული დანაყოფები უკვე გზაში არიან.
„დანიის თხოვნით, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი მონაწილეობას მიიღებს დანიის მიერ გრენლანდიაში ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში, ოპერაცია „არქტიკული გამძლეობა“. პირველი ფრანგული სამხედრო ელემენტები უკვე გზაშია. მას სხვებიც მოჰყვებიან“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, დანიის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ, მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „გეოპოლიტიკური დაძაბულობა არქტიკაშიც გავრცელდა“.