ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა ყოფილმა კონგრესმენმა ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა

ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა ყოფილმა კონგრესმენმა ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა

ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა, ყოფილმა ნიუ-იორკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯორჯ სანტოსმა პროკურატურასთან გარიგება დადო და ბრალი აღიარა. შეთანხმების თანახმად, ყოფილ სენატორს 373 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, განაჩენს კი 7 თებერვალს გამოუტანენ. მას შესაძლოა ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა შეეფარდოს.

სანტოსს ბრალი 23 მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა საბანკო გადარიცხვისას თაღლითობა, ფულის გათეთრება და საარჩევნო კამპანიის თანხის არამიზნობრივად გამოყენება. სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს.

2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მას ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში ედებოდა ბრალი. ამავე წლის დეკემბერში სანტოსი კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან დაითხოვეს.