ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
"ძვირფასო მოლდოველებო, თქვენ გაეცით გაკვეთილი დემოკრატიის შესახებ, რომელიც ისტორიის წიგნებში ჩაწერის ღირსია. დღეს თქვენ მოლდოვა გადაარჩინეთ!" - ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
სანდუს შეფასებით, არჩევნებში "მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა," თუმცა, მისივე თქმით, "თავისუფლებამ და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს."
"მოლდოვა მთელი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა, ბინძური ფული, ამომრჩევლის უკანონო მოსყიდვა, ქვეყნის გარეთ მტრული ძალებისა და კრიმინალური ჯგუფების მიერ საარჩევნო პროცესებში ჩარევა, სიძულვილის და შიშის დათესვა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ხალხი გაერთიანდა, თავისუფლებამ და მოქალაქეებმა გაიმარჯვეს.
ძვირფასო მოლდოველებო, თქვენ გაეცით გაკვეთილი დემოკრატიის შესახებ, რომელიც ისტორიის წიგნებში ჩაწერის ღირსია. დღეს თქვენ მოლდოვა გადაარჩინეთ!
დიასპორა - საოცარი ხარ! მოლდოველებმა საზღვარგარეთ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მოლდოვა ისევე ძლიერად ფეთქავს მათ გულებში", - განაცხადა მაია სანდუმ.
ცნობისთვის, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პროევროპულმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ხმების 99 პროცენტი, მონაცემები კი სანდუს 55 პროცენტიან მხარდაჭერას აჩვენებს. მისმა მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, რომელსაც მხარს პრორუსული "სოციალისტების პარტია" უჭერდა, ხმების 45% მოიპოვა. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა იყო 54%. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ემიგრანტები საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.