ძაღლებს ხშირად საკუთარი პატრონები ესიზმრებათ - კვლევა

ძაღლი

ჰარვარდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ძაღლებს ხშირად საკუთარი პატრონები ესიზმრებათ. კვლევაზე ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კლინიკურმა და ევოლუციურმა ფსიქოლოგმა, დეირდ ბარეტმა სტუდენტებთან ერთად იმუშავა.

შედეგების მიხედვით, ადამიანების მსგავსად, ძაღლებსაც ხშირად ყოველდღიურობის ფრაგმენტები ესიზმრებათ. რადგანაც სხვადასხვა კვლევის მიხედვით დადგინდა, თუ რამდენად დიდია იმ ადამიანების, გარშემომყოფებისა და, თუნდაც, ძილისწინა აქტივობის როლი იმაზე, თუ რა დაგვესიზმრება, "ყველა მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ძაღლების სიზმრებში სწორედ ისინი ჭარბობენ, ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებენ - ანუ პატრონები", - ამბობს პროფესორი ბარეტი.

კვლევის ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ძაღლების ძილის ციკლი ადამიანის მსგავსია. ამიტომ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, როდის სძინავს მას ღრმად და, მეტად სავარაუდოდ, რა დროს ხედავს სიზმარს. ეს მათ ნეიროაქტივობაშიც აისახება.

საინტერესოა ის დაკვირვებაც, რომ თუ ძაღლს პატრონი დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავს ნანახი ან მასთან საკმარისი დრო ვერ გაატარა, მისი ნეირონული აქტივობის სურათი უფრო დინამიკურია. ამიტომ პროფესორი ვარაუდობს, რომ რაც უფრო მეტად ენატრება მას პატრონი, მით მეტია მისი დასიზმრების ალბათობაც.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზე

კახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი