დუბაი-თელ ავივის რეისზე ერთმა პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, მეორე პილოტმა იგი მგზავრების დახმარებით შეაჩერა

ფრენა

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნალისტი ამიტ სეგალი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა ბორტზე მყოფმა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

„ვითარების შეფასებისა და მგზავრების ჩვენებების საფუძველზე, ისრაელი მომხდარს სრულმასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, მეორე პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდასხმიდან მალევე ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი კაბინაში შეიჭრა და თავდამსხმელის შეჩერება შეძლო.

ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, მეორე პილოტს ამჟამად კითხავენ. სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს, რომ მას თვითმფრინავზე კონტროლის დამყარება და ბორტზე მყოფ მგზავრებთან ერთად მისი ჩამოგდება ჰქონდა განზრახული“, - წერს ჟურნალისტი.

✕