გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის მასშტაბური პროვოკაციაა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება“, – აღნიშნა ტუსკმა.
მისივე თქმით, პოლონეთის ოთხი აეროპორტის დახურვა არ იყო გამოწვეული თავდასხმის საფრთხით, არამედ ეს იყო იძულებითი ზომა, რომელიც ნაკარნახევი იყო მფრინავების ოპერაციული საჭიროებით. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ჩამოგდებული დრონების ძებნა გრძელდება. მან მომხდარს „დიდი მასშტაბის პროვოკაცია უწოდა“
„სიტუაცია სერიოზულია. არავის არ შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ სხვადასხვა სიტუაციებისთვის. პირველი გამოცდა ჩაბარებულია. ასეთი შემთხვევებისთვის მომზადებული გეგმები მუშაობს. ცხოვრება გაგრძელდება ნორმალურად. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით მოსახლეობას ყველა მოვლენის შესახებ. არ არსებობს საფუძველი შეზღუდვებისთვის, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას გაართულებდა“, – განაცხადა ტუსკმა.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ის მუდმივ კავშირშია ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან. ამასთან ერთად, პოლონეთის პრემიერმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და კომენტატორებს, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას ფრთხილად მიუდგნენ.
ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს. პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში მომხდარს „აგრესიის აქტი უწოდეს, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პოლონეთის მოქალაქეებს“.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 8 რუსული დრონი შეიჭრა.