დონალდ ტრამპმა ზელენსკისთან გამართულ შეხვედრას ძალიან კარგი უწოდა

კი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მათ მრავალი საკითხი განიხილეს.

„დიდი პატივია შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გუშინ ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.