1793992033
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესსპიკერის ვაკანტურ პოსტზე UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესსპიკერის ვაკანტურ პოსტზე UFC-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დანა უაითი მიიწვია.
პლატფორმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში პრეზიდენტმა უაითს „ნამდვილი მებრძოლი და მეომარი“ უწოდა და მოუწოდა, აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდეს.
ტრამპის ინიციატივით, უაითს გუნდში თანაშემწეებად ოქტაგონის ცნობილი ვარსკვლავები — ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კაილა ჰარისი უნდა გაჰყვნენ. სახელმწიფოს მეთაურის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ადმინისტრაციას „რადიკალი მემარცხენეებისგან“ თავდასაცავად სწორედ ასეთი მკაცრი და ძლიერი ფიგურები ესაჭიროება.












