ბათუმში კაცის ცხედარი იპოვეს - ის სავარაუდოდ მოკლულია
1737748573
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაცია დაიწყო. დაკავებულები არიან ასობით არალეგალები, რომლებსაც სამხედრო თვითმფრინავების მეშვეობით ადეპორტებენ. ინფორმაციას fox news-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა დღეს გამოაცხადა, რომ "დეპორტაციის ფრენები დაიწყო" და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ადამიანები სამხედრო თვითმფრინავში სხდებიან.
"პრეზიდენტი ტრამპი ძლიერ და მკაფიო სიგნალს უგზავნის მსოფლიოს: თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად შეხვალთ, სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებით," - წერს ლევიტი სოციალურ ქსელ X-ზე.
Fox News Digital-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 21 იანვრის შუაღამიდან 22 იანვრის დილის 9 საათამდე, 33 საათის განმავლობაში, ICE Enforcement and Removal Operations-ის თანამშრომლებმა დააკავეს 460-ზე მეტი არალეგალური ემიგრანტი, მათ შორის, სექსუალური დანაშაულისთვის, ძარცვისა და თავდასხმისთვის. ნარკოტიკების და იარაღის დანაშაულისთვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ოჯახში ძალადობისთვის.