„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვაშინგტონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დედაქალაქში 23 ადამიანი დააკავეს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
თეთრი სახლის ცნობით, ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა ექვსი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
„დაკავებები სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მკვლელობის, იარაღის უკანონო შენახვის, ნარკოტიკების გავრცელებისა და მგზავრობის საფასური გადაუხდელობის გამო იყო გამოწვეული. მომდევნო თვის განმავლობაში დანაშაულის დევნა და დაკავება გაგრძელდება“, - თქვა ლევიტმა.