დონალდ ტრამპი – ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც აღმოჩნდება ეკონომიკური შედეგების წინაშე

ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია“ გამოაცხადა.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნებს აფრთხილებს, საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევის საშუალებას თუ მისცემენ, თავადაც აღმოჩნდებიან უმძიმესი ეკონომიკური შედეგების წინაშე.

„დღეს ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც უმძიმესი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ნავთობის კონტრაბანდა, ფინანსური სქემები, ნაღდი ფულის გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, ფიქტიური კომპანიები – ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ. ეს იქნება ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური შეტევის დასაწყისი და ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერა, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვახდინოთ ირანის იზოლაცია და დავამარცხოთ ირანის საფრთხე. ეს შეშლილები კუთხეში არიან მიმწყვდეული და ეს ისტორიული ზომები მნიშვნელოვნად დაასუსტებს მათ შესაძლებლობას, ტერორის გავრცელება მთელ მსოფლიოში განაგრძონ. ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.