„მოზარდ მაყურებელთა თეატრი“ სამძიმრის წერილს ავრცელებს
1755268254
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე რაღაცას შეიძლება, მიაღწიონ, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ჭკვიანი კაცია და ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს.
„შევნიშნე, რომ მას რუსეთიდან ბევრი ბიზნესმენი მოჰყავს, ეს კარგია. მომწონს, რადგან სურთ ბიზნესის კეთება, მაგრამ ბიზნესს არ გააკეთებენ, ვიდრე ომს არ შევაჩერებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებზეც.
„პუტინი ცდილობს სცენის დადგმას და, მისი ზრით, ეს დაეხმარება უკეთესი შეთანხმების დადებაში“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ამავე დროს ტრამპი აღნიშნავს, რომ რეალურად მსგავსი ქმედეები აზიანებს პუტინს, რაზეც მასთან საუბარს აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ალასკაში მიფრინავს, სადაც რუს კოლეგასთან მოლაპარაკებას გამართავს. ტრამპის გარდა ბორტზე დელეგაციის წევრები იმყოფებიან, ასევე თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და ჟურნალისტები.