დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
„ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას არ დაეხმარებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პასუხი თუ არ იქნება ან უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალ ტრამპს მიმართეს, დაეკონკრეტებინა საჭირო დახმარება, რაზეც მან უპასუხა: „ნებისმიერი“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა გაგზავნონ ნაღმოსნები, რომლებიც ევროპას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე აშშ-ს.
„ჩვენ გვაქვს ნატო. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. არ ვიყავით ვალდებული, მათთვის დახმარება გაგვეწია უკრაინის საკითხში. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა… მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ მათ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი, რადგან დიდი ხანია, ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი იქ იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.