რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი სამშვიდობო გეგმას არ დათანხმდება, ამერიკული მხარე დაბომბვებს დაიწყებს, რომელიც უფრო მასშტაბური და ინტენსიური იქნება, ვიდრე ეს მანამდე მომხდარა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, თუ ირანი შეთავაზებას დათანხმდება, მაშინ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით “ეპიკური მრისხანება“ დასრულდება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.
„თუ წარმოვიდგენთ, რომ ირანი მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებას დათანხმდება, რაც დიდად საეჭვოა, ლეგენდარული „ეპიკური მრისხანება“ დასრულდება და ჰორმუზის სრუტე მაღალეფექტური ბლოკადის შემდეგ ყველასთვის, მათ შორის ირანისთვის გაიხსნება. ხოლო, თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვები, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო მასშტაბური და ინტენსიური იქნება, ვიდრე ეს მანამდე მომხდარა“, - დაწერა ტრამპმა.