დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
დონალდ ტრამპი კარგ განწყობაზეა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა განაცხადა.
„მამაჩემს ახლახან ველაპარაკე ტელეფონით და ის კარგ განწყობაზეა. ის არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას ამერიკის გადასარჩენად, არ აქვს მნიშვნელობა, რას ესვრიან მას რადიკალი მემარცხენეები“, – განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა.
როგორც „ბიბისი” წერს, დონალდ ტრამპის ვაჟი პენსილვანიაში გამართულ მიტინგს არ ესწრებოდა.
პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მედიის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი სახის არეში დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. ამასთან, „სიენენმა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ცნობითვე, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.