1758051983
დიმიტრი პესკოვი: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ღიაა

რუსეთს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ღიაა.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ღიაობას მოლაპარაკების პროცესის მიმართ. ჩვენ კვლავ ვამბობთ, რომ ჩვენთვის უკრაინული კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარება უპრიანია. ამიტომ, ამ ნაწილში ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი, ის არ შეცვლილა“, - განაცხადა პესკოვმა.