დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკას "დიფ სთეითი" ათწლეულების განმავლობაში მართავდა

ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკას "დიფ სთეითი" ათწლეულების განმავლობაში მართავდა. განცხადება ლიზ ტრასმა საკუთარ პოდკასტში რესპონდენტთან საუბრის დაწყებამდე გააკეთა.

"მიუხედავად ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირის სასოწარკვეთილი მცდელობებისა, როგორმე შეინარჩუნონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს სისტემა უკვე ისევე გადაშენდა, როგორც ფრინველი დოდო.

პრეზიდენტმა ტრამპმა ძირეულად შეცვალა გეოპოლიტიკა და აღადგინა ამერიკის ლიდერობა. "დონ-რო-ს" (Don-Ro) დოქტრინით მან პრიორიტეტად დასავლეთ ნახევარსფერო გამოაცხადა. ეს გზავნილი კიდევ უფრო განამტკიცა მარკო რუბიოს გამოსვლამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მან მკაფიოდ მიუთითა ევროპელ მოკავშირეებს, რომ მათ მოუწევთ უარი თქვან "ნულოვანი გამონაბოლქვისა" (Net Zero) და მასობრივი მიგრაციის თვითმკვლელ პოლიტიკაზე და ამის ნაცვლად, საკუთარი კონტინენტის დაცვაზე იზრუნონ.

ტრანსატლანტიკური "დიფ სთეითი", ათწლეულების განმავლობაში განაგებდა საგარეო პოლიტიკას", - განაცხადა ლიზ ტრასმა.