1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ამერიკის ისტორიაში სამარცხვინო დღე უწოდა.
„დღეს სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში. „დემოკრატები“ მიესალმნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერის გასამართლებას სასაცილო ბრალდებებით“, - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
„ჩვენი მართლმსაჯულების იარაღად გამოყენება ბაიდენის ადმინისტრაციის დამახასიათებელი ნიშანია და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „დემოკრატები“ არ გაჩერდებიან“, - დასძინა მან.
მანამდე დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.