წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766086227
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა და ის სერიოზულად დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფიცო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, თვითმფრინავი ვარგისი აღარ არის.
„დაზიანებული თვითმფრინავები და ევროკავშირის გაფართოების საკამათო სამიტი, რომელსაც სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი სამართლიანად არ დაესწრო პროტესტის ნიშნად. ასე დავიწყეთ დღეს ბრიუსელში… ბრიუსელში გამართული მომთხოვნი სამიტი კარგად არ დაიწყო. კიბეებით აღჭურვილმა ავტომობილმა ჩვენი თვითმფრინავი იმდენად დააზიანა, რომ ის ფრენისთვის ვარგისი აღარ არის და აქ უნდა დავტოვოთ,“ – წერს რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში.