სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი - აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ჟოზეფ ბორელი ჯო ბაიდენის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას გამოეხმაურა და მის შემცვლელ კანდიდატს წარმატებები უსურვა.
„ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია და არ მსურს ამაში ჩავერიო. ვფიქრობ, ჩემი როლი არ არის, ამერიკელ ხალხს ვუთხრა რა გააკეთონ ან ჩემი პრეფერენციები დავაფიქსირო“, - განაცხადა ბორელმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.