დანიის პრემიერი: გრენლანდია არ იყიდება - საქმე ეხება პრინციპს, რომ საზღვრები ძალისმიერი გზით ვერ შეიცვლება და რომ პატარა ქვეყნებს არ უნდა უწევდეთ დიდი სახელმწიფოების შიშით ცხოვრება

მეტე ფრედერიკსენი

ჩვენი გზავნილი ნათელია - გრენლანდია არ იყიდება, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა.

„ეს თავიდანვე გარკვევით ვთქვით, ისევე როგორც თავიდანვე ვუთხარით ამერიკელებს, რომ თუ საქმე უსაფრთხოებას ეხება, კიდევ ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც. ამას ხვალინდელ შეხვედრაზეც გავიმეორებთ“, - აღნიშნა დანიის მთავრობის მეთაურმა.