9 ტაძრის საიდუმლო - ის, რაც ყველა მართლმადიდებელმა უნდა იცოდეს
1785511048
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა, თუ მიგრაციის კონტროლის საკითხები სათანადოდ არ მოგვარდება.
ფრედერიკსენის თქმით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა და განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი, მათ შორის შენგენის თანამშრომლობის შეჩერებაც.
„თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და განიხილოს ყველა ვარიანტი, მათ შორის შენგენის თანამშრომლობის შეჩერება. უკონტროლო მიგრაცია საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ისე დანიას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.