13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984
2023 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი გახდა.
ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს გლობალური ტემპერატურა 1,48 გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე ადამიანების მიერ წიაღისეული საწვავის მასობრივი გამოყენების შემდეგ დაფიქსირებული საშუალო მაჩვენებელი.
ივლისის შემდეგ თითქმის ყოველი დღე გლობალური ტემპერატურის ახალ რეკორდს ამყარებდა. ამას ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილება და ბუნებრივი მოვლენა ელ-ნინიო უწყობდა ხელს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ოკეანეების ზედაპირზეც.
სპეციალისტების თქმით, ეს იგრძნობოდა პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ამინდი მეტად ექსტრემალური იყო. ისინი აღნიშნავენ, რომ 2024 შეიძლება 2023-ზე ცხელი აღმოჩნდეს. შესაძლოა ამის გამო პარიზის შეთანხმებით დაწესებული 1,5 გრადუსიანი ზღვარი პირველად გადაილახოს.
2015 წელს 200-მდე ქვეყანა პარიზში შეთანხმდა, რომ გლობალური დათბობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, დათბობის 1,5-გრადუსიანი ლიმიტი დაწესდება. თუმცა დოკუმენტში საუბარია 20-30 წლიანი პერიოდის საშუალო წლიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად, თუ მომავალ წელს ტემპერატურამ ზღვარი გადალახა, შეთანხმება დარღვეულა არ ჩაითვლება.
ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი წლის გასატარებლად, ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984