იტალია უცხოელებისთვის ოჯახის ჩამოყვანის წესებს ცვლის – ვის შეეხება შეღავათები
1788020942
ბრიტანელ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მასწავლებელს, მეთიუ უდალს, პროფესიით მუშაობა უვადოდ აეკრძალა მას შემდეგ, რაც მან ფარული კამერა არასრულწლოვან მოსწავლეს საიდუმლოდ გადასცა. ამის შესახებ ბრიტანეთის მასწავლებელთა რეგულირების სააგენტოზე დაყრდნობით გამოცემა Metro წერს.
ინციდენტი უორიკშირში 2022 წლის ივნისში მოხდა. პედაგოგმა სკოლის მოსწავლეს ჩაშენებული ვიდეოკამერიანი კალამი აჩუქა და შესთავაზა, ის სახლში დღიურში ჩანაწერების გასაკეთებლად გამოეყენებინა. გოგონას ეჭვი არაფერი შეჰპარვია.
საბოლოოდ, მოსწავლემ კამერა თავად შეამჩნია და აღმოჩენის შესახებ მეგობარსა და სხვა მასწავლებელს გაუმხილა. ინფორმაცია დირექტორამდე მივიდა, უკვე მომდევნო თვეში კი უდალი პოლიციამ დააკავა.
2024 წელს მამაკაცმა ბრალი აღიარა ორ ეპიზოდში, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულთან და ფარული თვალთვალის მცდელობასთან. სასამართლომ მას 31 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დისციპლინურმა კომისიამ დაასკვნა, რომ პედაგოგის ქმედებებს სექსუალური მოტივაცია ჰქონდა და მოსწავლისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო. მარეგულირებელმა ცალკე აღნიშნა, რომ უდალი ცდილობდა გოგონას მშობლებისთვის მომხდარი დაემალა და ჩადენილის სიმძიმე სათანადოდ ვერ გააცნობიერა. მას მასწავლებლობა სამუდამოდ აეკრძალა.