შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
ისრაელის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული დროებითი ზავის გამო - აცხადებს საკითხში ჩახედული ისრაელური წყარო.
წყაროს თქმით, ისრაელი დაემორჩილება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მიჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კურსს.
წყარო აღნიშნავს, რომ ისრაელს კვლავ აქვს სამიზნეების სია და მიზნები, რომელთა მიღწევაც ირანში სამხედრო მოქმედებების გზით სურდა.
მარტის შუა რიცხვებში CNN-ის კითხვაზე, შეწყვეტდა თუ არა ისრაელი თავდასხმებს ირანზე, თუ ტრამპი ზავს მიაღწევდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. თუმცა მან აღიარა, რომ ტრამპი არის „ლიდერი“ და მისი „მოკავშირე“.
„საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ვცემ თუ არა მათ პატივს? დიახ, ვცემ“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ CNN-ს 18 მარტის პრესკონფერენციაზე.