„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, მხოლოდ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ბაზას შეუძლია უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლს სურდა, რომ კრემლის ლიდერი და მისი თანხმლები პირები ამერიკულ სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე არ მოხვედრილიყვნენ.
როგორც CNN-ი იუწყება, ინფორმაცია ტელეარხს ოფიციალურად თეთრ სახლში ორმა წყარომ დაუდასტურა.