გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
როგორც ორმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობა დღეს, მოგვიანებით, აღნიშნულ შეთანხმებას დაამტკიცებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმების მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებისთანავე, ისრაელის ჯარები ღაზიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ.
მოსალოდნელია, რომ გასვლის პროცესი 24 საათის განმავლობაში დასრულდება. ამის შემდეგ კი, „ჰამასს“ მძევლების გასათავისუფლებლად 72 საათი ექნება.